ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ამას არ ვაპატიებ… რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ… ” – ანზორ მელიას მიმართვა

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას მამა, ცნობილი კარდიოლოგი ან­ზორ მე­ლია აცხადებს, რომ  2012 წელს შვილ­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­პი­რის­პი­რა. ამის შესახებ მან გა­და­ცე­მა “სთო­რი­ში” ისაუბრა.

“რა­ტომ მო­მა­ტყუა 2012 წელს ასე მწა­რედ და რა­ტომ და­მა­პი­რის­პი­რა ჩემს შვილ­თან? კი­ნა­ღამ დავ­კა­ლით ერ­თმა­ნე­თი. ეს ვერ მი­პა­ტი­ე­ბია ჩემი თა­ვის­თვის და ბა­ტონ ბი­ძი­ნას არ ვა­პა­ტი­ებ. 6 თვე­ში მივ­ხვდი, რომ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. მე მე­გო­ნა “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის” კე­თილ საქ­მე­ებს გა­აგ­რძე­ლებ­დნენ და ამათ პი­რი­ქით, ცუდი წა­მო­წი­ეს.

ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეს, რო­დე­საც ნი­კას აყ­ვა­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი ხალ­ხზე. მე მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო. არ მე­ში­ნია. ამათ რომ ვლან­ძღავ, ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, გა­ჩერ­დიო. მე პა­ტი­ოს­ნად ვმუ­შა­ობ, ნა­ხონ, თუ რა­მეს და­მი­შა­ვე­ბენ, იქაც ავი­მაღ­ლებ ხმას და არ გავ­ჩერ­დე­ბი.

რო­დე­საც შვილს უკა­ნო­ნოდ მი­პა­ტიმ­რე­ბენ და იარ­ლი­ყებს აწე­ბე­ბენ, სულ მა­მა­ჩე­მის ხმა ჩა­მეს­მის ყურ­ში – ან­ზორ, არა­სო­დეს, ბო­რო­ტე­ბას როცა გა­გი­კე­თე­ბენ, ბო­რო­ტე­ბით არ უპა­სუ­ხო, სი­კე­თით უპა­სუ­ხეო… ღმერ­თი მათ დას­ჯი­სო. ნა­ხეთ, ნი­კას დამ­სჯე­ლე­ბი რო­გორ და­ის­ჯე­ბი­ან”, – აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

ცნობისათვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

იტვირთბა....