სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა, ოთხშაბათს, 3 მარტს მიანმარში გამართულ მასშატბურ აქციაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეაფასა ბოლო დროს გამართული აქციების დროს ეს დღე გაერომ “ყველაზე სისხლიან” დღედ შეაფასა.
თვითმხილველთა განცხადებით, სამხედროები რეზინის ტყვიებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებდნენ დემონსტრატნთა წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულთა შორის ორი არასრულწლოვანი – 14 და 17 წლის ბიჭები არიან, ვრცელდება ინფორმაცია 19 წლის მოკლულ გოგოზეც.
მასობრივი საპროტესტო აქციები და დაუმორჩილებლობა მიანმარში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებაში სამხედრო რეჟიმი მოვიდა.
აქციის მონაწილეები სამხედრო მმართველობის დასრულებასა და ქვეყნის მიერ არჩეული მთავრობის ლიდერების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციების ძალადობით ჩახშობას არაერთი კრიტიკული გამოხმაურება და უარყოფით შეფასებები მოჰყვა, თუმცა მიანმარის ამჟამინდელი ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ ითვალისიწნებს.
გადატრიალების დაწყების შემდეგ ქვეყანაში სულ მცირე 50 ადამიანი მოკლეს, მრავალი დემონსტრანტი კი დაშავდა. მიანმარის პოლიციამ ცეცხლი რამდენიმე ქალაქში გახსნა.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად მიმდინარეობს.