ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვითომ ექსპერტები ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ”- მინისტრი “ნამახვანჰესის” მშენებლობაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რიონის ხეობაში მშენებარე “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ზოგიერთი ვითომ ექსპერტი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, რაც უპასუხისმგებლობაა.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნდება საჯაროდ, ხოლო ოპონნეტები რეალურად გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ.

„ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ როდესაც საუბარი იყო ამ კონკრეტულ მიმართულებებზე, როგორიც არის კლიმატზე ზემოქმედება, გეოლოგიური საფრთხეები, როგორია ქანები და ასე შემდეგ, ერთი მხრივ ამბობდნენ, რომ საჯარო და გამჭვირვალე არ არის პროცესი, არ გვაქვს ინფორმაციაზე წვდომაო, თქვენ ყველამ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნდება ვებგვერდზე, სხვანაირად პროცესი უბრალოდ არ იმართება.

ის ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხევაში ოპონირებენ, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ზოგიერთ შემთხვევაში, ვითომ ექსპერტები, მათ ეს პროცედურები ყველაზე კარგად იციან, ისინი არაერთი გადაწყვეტილების ნაწილში ან გვიჩივიან ან ოპონირების რეჟიმში არიან. ეჭვიც მაქვს, რომ გარკვეული დღის წესრიგიც გააჩნიათ. სამწუხაროდ, ისინი ადგილობრივი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ და ცდილობენ, მოსახლეობის გრძნობები გამოიყენონ, რაც უპასუხისმგებლობაა“,-განაცხადა დავითაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ცალკეული ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე ნეგატიურია. ლევან დავითაშვილის თქმით, მას ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს უთქვამს.

იტვირთბა....