Wizzair ფრენებს მარტის ბოლოდან აღადგენს, ამის შესახებ ეკონიმიკის მინსტრამა ნათია თურნავამ განაცხადა ჟურნალისტებთან.
თურნავამ დაამატა, რომ ფრენები 20 მიმართულებით, კვირაში 45-ჯერ შესრულდება. ამასთან დაემატება ახალი მიმართულება: აბუ-დაბი – ქუთაისი – აბუ-დაბი.
“ვიზიარი მარტის ბოლოდან აახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია Wizzair აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით” – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ფრენებზე შეზღუდვა პირველ თებერვალს მოიხსნა.