10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, მოზარდზე 24 წლის მამაკაცმა სექსუალურად იძალადა, ძალადობის შემდეგ რამდენიმე თვეში კი ბავშვმა თავი მოიკლა.
ცნობილია, რომ 14 წლის მოზარდის დედა ემიგრაციაში იმყოფებოდა და ოჯახს თურქეთში მუშაობით არჩენდა. მან შვილის დაღუპვიდან 2 თვის თვის თავზე, „ნანუკას შოუში” ისაუბრა. შვილმკვდარი დედა ჰყვება, რომ გოგოზე ფიზიკურად ოჯახის ნათესავებმაც, კერძოდ, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა იძალადეს.
„მკდარი შვილი არ მატირეს, სასაფლაოზე ასული როცა ვიყავი დაკრძალვაზე ჩემი შვილი აგრესიით გამოიქცა ჩემკენ, იქ პოლიცია მიცავდა, გარშემორტყმული იყვნენ და წამომიყვანეს სასწრაფოდ“, – ამბობს მერი რომანაძე-ცეცხლაძე.
ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან რაიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი. ის ამბობს, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი ბაბუის ნათესავების მხრიდან.