ამერიკაში, კონეკტიკუტის შტატში 35$-ად ნაყიდი ფიალა უნიკალური ჩინური კერამიკის უიშვიათესი ნიმუში აღმოჩნდა. ექსპერტების შეფასებით, მე-15 საუკუნის, ჩინეთის მმართველი მინგის დინასტიის დროინდელი უიშვიათესი ფიალის საშუალო ფასი 300 000 $ – 500 000 $ არის.
“ფიალის ნახვისთანავე მივხვდით, რომ საქმე გვქონდა უიშვიათეს ნივთთან” – აცხადებს “სოთბის” აუქციონის ვიცე პრეზიდენტი ანგელა მაკატერმა – “ასეთი დახვეწილი მოხატულობა, ხასიათი, პირდაპირ მიგვანიშნებს ადრეული მე-15 საუკუნის პერიოდისკენ.”
თეთრი ფიალა, რომელიც კობალტით ლურჯადაა მოხატული, მსოფლიოში მხოლოდ 7-დან ერთ-ერთია. აქედან 5 არის მუზეუმში: 2 ტაივანში, 2 ლონდონში და ერთიც თეირნაში. მე-6 უიშვიათესი ფიალა, ბოლოს 2007 წელს ნახეს ბაზარზე.
ჩინური ჭურჭელი 17 მარტს “სოთბის” აუქციონზე გავა. მფლობელის სახელს არ ასახელებენ.