ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
“ახალი შტამები აქვეა, ჩვენს ქვეყანასთან ახლოს. პირბადე კიდევ უფრო მჭიდროდ მოვირგოთ, ხელი ხშირად დავიბანოთ. სოციალური აქტივობებისგან რაც შეიძლება თავი მაქსიმალურად შევიკავოთ.
ახალი შტამები აქვეა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასთან საკმაოდ ახლოს. ვაქცინა და მისი გავლენა ჩვენს პანდემიაზე კიდევ უფრო შორეული პერსპექტივაა“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.