თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„თინა ხიდაშელის მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურად უმჯობესდება, ვიყოთ მშვიდად“, – წერს ბერძენიშვილი.
ცნობისთის, რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ფეისბუქში“ დაწერა და აღნიშნა, რომ მისთვის ყოველი ღამე წინაზე საშინელია და ყოველი დღე წინაზე მძიმე.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.