სამხრეთ სუდანში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ეკიპაჟის წევრი. ამის შესახებ ინფორმაციას Voice of America ავრცელებს.
თვითმფრინავი კომერციულ ფრენას ასრულებდა დედაქალაქ ჯუბადან სამხრეთ სუდანის ერთ-ერთ ქალაქამდე. ის კომპანია “South Supreme Airlaines ეკუთვნოდა, რომელიც სამხრეთ სუდანელი ბიზნესმენის აუი დუანგ აუის საკუთრებაშია. როგორც ბზინესმენი აცხადებს, საჰაერო ხომალდი სრულიად გამართული იყო.
სამხრეთ სუდანის ოფციალური უწყების განცხადებით შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია საგამოძიებო ჯგუფები.