ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ღოღობერიძე გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე რეკლამის სანაცვლოდ მისთვის სოლიდური თანხის შეუთავაზებიათ.
“8 თვეა, რაც სოციალურ ქსელში ვაქტიურობ და ამ დროის განმავლობაში არავინ და არაფერი დამირეკლამებია ჩემ გვერდზე! ბევრჯერ შემოუთავაზებიათ სოლიდური თანხა, სოლიდური პოზიციები, ძალიან სერიოზული კონტაქტები, მაგრამ იმას არასოდეს დავარეკლამებ, რაც ძილის წინ სინდისს შემიწუხებს!
მირჩევნია, მიჭირდეს, ვიდრე პაციენტს ფული გადავაყრევინო იმაში, რაც მას სარგებელს არ მოუტანს!
თქვენ ჩემ რეკლამებს ვერსად ნახავთ და თუ ნახავთ, იცოდეთ, რომ მის სარგებელში 100%-ით ვიქნები დარწმუნებული და 1 წამითაც კი არ გამიჩნდება ეჭვი”, – წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.