ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“Wizz Air აბუდაბი-ქუთაისის რეისის დაწყებას გეგმავს” – კომპანია რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება

“უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქებას ელოდება, რათა აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყოს”, – აღნიშნული განცხადება  Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ BM.ge-ისთან საუბრისას გააკეთა.

ანდრაშ რადომის განმარტებით, ჯერჯერობით, რთულია თქმა, როდიდან დაიწყება ფრენები ამ მიმართულებაზე.

“სამწუხაროდ, ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, არამხოლოდ აბუდაბის და საქართველოს, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებითაც, რადგან ამჟამად არსებული მდგომარეობა კონტროლს არ ექვემდებარება. ჩვენ არ გვაქვს არც ხომალდების პრობლემა, არც სხვა მიმართულებით ტექნიკური პრობლემები, თუმცა პანდემია იმაზე მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. კვლავ არის შეზღუდვები ქვეყნებში შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით და რომც განვაახლოთ ოპერირება და დავამატოთ ახალი მიმართულებები, პრაქტიკულად არ არის ან შეიძლება ითქვას, ძალიან მცირეა მოთხოვნა, ამიტომ 20-მდე მიმართულებაზე ფრენების შეჩერება გახდა საჭირო”, – აცხადებს ანდრაშ რადო.

ამასთან, Wizz Air Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ახალი ეროვნული ავიაკომპანიაა, რომელიც აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით კი ანდრაშ რადო გამოცემასთან დასძენს, აბუ დაბი საკმაოდ კარგი ლოკაციაა, რომ კომპანია მომავალ წლებში აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით, მილიარდობით მგზავრს მოემსახუროს.

“წლის დასაწყიში შევქმენით ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi, რადგან ვხედავთ, ძალიან დიდ პოტენციალს აბუ დაბიში. ეს არის ძალიან კარგი ლოკაცია რეგიონში. ვფიქრობთ, მომდევნო წლებში მილიარდობით მგზავრის გადაყვანას შევძლებთ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და – პირიქით. ყველაფერთან ერთად, აქამდე რეგიონში არ ყოფილა რეალური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ვგეგმავთ გავზარდოთ კავშირები და მომხმარებელს შევთავაზოთ, როგორც ახალი ასევე არსებული მიმართულებები“, – განმარტავს ანდაშ რადო.

მისივე თმით, ავიაკომპანია ამჟამად აბუ-დაბიში მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, თუმცა, სამომავლოდ საკმაოდ დიდი გეგმები აქვთ.

“უკვე გვყავს 4 ხომალდი, ვგეგმავთ უფრო მეტი გვყავდეს. კონკრეტულად კი – 6, რომელიც დაემატება ერთი წლის განმავლობაში, თუმცა გეგმები კიდევ უფრო დიდია, დაახლოებით, 10 წელიწადში ხომალდების რიცხვი 200-მდე უნდა გაიზარდოს”, – აცხადებს რადო.

იტვირთბა....