“ოპოზიციის მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, თითქოს, მოლაპარაკება სურდათ,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დღეს გააკეთა.
სარჯველაძის განმარტებით, მოლაპარაკება და ამ პროცესში ჩართვა უალტერნატივოა.
„მათი მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს მიუხედავად იმისა, ამბობდნენ, თითქოს, სურდათ მოლაპარაკება. ეს ყველაფერი არათანმიმდევრული იყო. საერთო ხედვის წერტილები უნდა ვიპოვოთ. მნიშვნელოვანი იქნება პოზიციების მოსმენა, რატომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და არა იმაზე მსჯელობა, აქციები გაიმართება თუ არა. აქციების შეწყვეტასთან თუ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დიალოგის უალტერნატივობასთან მიმართებაში კავშირი არ აქვს, ეს ცალკე საკითხია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.