ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

მომვლელი, რომელსაც იტალიელმა მილიონერმა 3.7 მლნ ევრო დაუტოვა, ქართველი აღმოჩნდა

ჩრდილოეთ იტალიაში, ჯენოაში მოხუცმა ქალბატონმა მომვლელს 3.7 მილიონი ევრო ანდერძით დაუტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო corriere.it ავრცელებს.

იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტები „პრაიმტაიმთან“ ამბობენ, რომ მომვლელი, რომელსაც ამხელა თანხა დაუტოვეს წარმოშობით საქართველოდან არის, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ – ამბობენ, თავად ისურვა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო.

ემიგრანტების თქმით, ქართველი ქალი იტალიაში სამუშაოდ წლების წინ წავიდა და ჯენოაში პროფესიით მასწავლებელ მარიზა კავანას ოჯახში მუშაობდა.

მოხუცი 2020 წლის 9 დეკემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, მან თავისი ქონების ნაწილი არასამეწარმეო, არამომგებიან ორგანიზაციებს, ასოციაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სამკურნალო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებს დაუტოვა. ხოლო თავისივე მომვლელს, რომელმაც მასთან ბოლო 4 წელი იმუშავა, მადლიერების ნიშნად 3.7 მილიონი ევრო უანდერძა. მოხუცი ქალბატონის, მარიზა კავანას აქტივები 25 მილიონ ევროს შეადგენდა.

ანდერძის 2020 წლის 18 დეკემბერს გახსნეს. 13 გვერდიან ხელნაწერში ასახულია მემკვიდრეობის დანიშნულების დეტალები – მომვლელმა მიიღო 3.7 მილიონი ევრო. ოჯახის საიუველირო ნაკეთობებისა და ულამაზესი ვილის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი, ასევე ბანკში არსებული “ფულადი სახსრები”, ჯენოას ორ საავადმყოფოში გადავა. ხუთი მილიონი ერგო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტს, რომლის გენერალური მენეჯერი ადრიანო ლაგოსტენა მიღებულ გრანტს “უნიკალურ კეთილშობილებას” უწოდებს.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

იტვირთბა....