ქეთი წიკლაური იმ სიახლის შესახებ საუბრობს, რაც მამის, თემურ წიკლაურის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით გაჟღერდა.
„მამაჩემის მეგობარმა, ნუგზარ წიკლაურმა გააჟღერა პირველად ეს იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა მოქანდაკე ელიზბარ ისაკაძემ. მე ძალიან მომწონს ის, რაც შეიქმნა, მაგრამ ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. რაც შეეხება მის დადგმას, ჯერ დოკუმენტური საფუძველი სჭირდება, რაც ბევრ საბუთს უკავშირდება. კულტურის სპეციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს ეს საკითხი. არსებობს დროის ფაქტორი და დასკვნა მზადდება იმის საფუძველზე, რამდენად უძლებს ამა თუ იმ ხელოვანის სახელი დროს.
ვნახოთ, რა იქნება. ძეგლისთვის შესაფერის ადგილად კი მზიური მიმაჩნია, ბავშვების საყვარელი პარკი, ზღაპრული და ჯადოსნური. თემურის ძეგლი, როგორც დიდი გულის მქონე კეთილი მომღერლისა, ძალიან დაამშვენებს ამ პარკს“, – ამის შესახებ ქეთი წიკლაურმა ჟურნალ „სარკესთან“ განაცხადა.