„თუ მსოფლიოს ლიდერები დროულ რეაგირებას არ მოახდენენ მყინვარების დნობასა და ტემპერატურის ცვლილებაზე, თუ იმავე გზით ვივლით, რომლითაც დავდივართ, კიდევ ერთი წარღვნა არ აგვცდება. იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებას ვებრძოლოთ, პირველ რიგში საჭიროა მთავრობებმა კორუფცია და უსამართლობა აღმოფხვრან”, – ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე პირველი აცხადებს.
როგორც რომის პაპმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს ახალი კატასტროფა ელის.
“ნოე წარღვნას იმიტომ გადაურჩა, რომ სათნო ადამიანი იყო. შესაძლოა წარღვნა მითი იყოს, მაგრამ ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს დაატყდეთ თავს ღვთის რისხვა. უფლის რისხვა უსამართლობისა და ბოროტების წინააღმდეგაა მიმართული“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.