გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი + 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +5 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ზუგდიდში, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 იქნება. სოხუმში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში უმეტესად თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. თოვაა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
თოვლია ნავარაუდები ჭიათურაშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. ახალციხეში მოთოვს. ბორჯომში უმეტესად თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში – 3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია ქარი.
გორში იწვიმებს, დღისით +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში უმეტესად თოვლია მოსალოდნელი. -3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 2 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.. +7 და ღრუბლიანობაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დაიწევს. რუსთავში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.