aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჩვენი სტატიები

საოცარი მოგზაურობა მთვარეზე – უნიკალური შანსი, რომელიც უფასოდ ეძლევა ნებისმიერ მსურველს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იაპონელი მილიარდელი იასუკუ მაეძავა ეძებს 8 მოხალისეს, რომლებიც მასთან ერთად მთავრეზე გაფრინდებიან ელონ მასკის SpaceX -ის საშუალებით. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.

„მე ვეძებ მოხალისეებს, რომლებიც ჩემთან ერთად წამოვლენ მთვარეზე, მიუხედავად იმისა თუ რა პროფესიისა თუ გამოცდილების არიან ისინი. მთავარია სურვილი.” – განაცხადა მილიარდელმა საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მან ამ ვიდეოში ასევე აპლიკაციის შევსების დეტალებიც განმარტა.

როგორც ირკვევა, მისიაში მონაწილეობის მსურველი ორ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: რომ ის ადამიანები, რომლებიც წავლენ მისიაში, რა საქმეშიც არუნდა იყვნენ, უნდა გაუწიონ დახმარება საზოგადოების სხვა წევრებს და ასევე წასვლის შემთხვევაში, სრული მხარდაჭერა უნდა იყოს ეკიპაჟის წევრებს შორის და ყველაფრის გაზიარება ერთმანეთისთვის.

იაპონელი მილიარდელის თქმით, ის დაფარავს აბსოლუტურად ყველა ხარჯს, რაც მთლიანი მისიის განმავლობაშია საჭირო ყველა მონაწილისათვის.  მან ასევე დაამატა, რომ კოსმოსურ ხომალდზე ყველა ადგილის ფული უკვე გადახდილია და ეს იქნება კერძო ტიპის ფრენა.

მისია, რომელსაც  „Dearmoon” უწოდეს, 2023 წელს აიღებს სტარტს.

ეს იქნება პირველი მოგზაურობა მთვარეზე 1972 წლის შემდეგ, რომელშიც ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.

შესავსები აპლიკაცია და მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://dearmoon.earth/

იტვირთბა....