aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“თამო, დე, გილოცავ დედის დღეს… დღეს ამოვალ შენს საფლავზე იებით ხელში” – ბაჩალიაშვილის დედის ემოციური მიმართვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“თამო, დე, გილოცავ დედის დღეს. ამ დღეს ყოველთვის შენ მილოცავდი სანამ ჯალათები წართმევდნენ შენს თავს, და შენ კი დედად გახდომის უფლებას. დღეს მე ამოვალ შენს საფლავზე იებით ხელში, რადგანაც მავანმა ასე დაგვაშორა დედა-შვილი.

ღმერთო, რატომ დაუშვი ბედნიერი დედის სტატუსი ჩამოერთმიათ ჩემთვის და სამყარო თავზე დაემხოთ. ნუთუ საკმარისი სიკეთე არ მქონდა გაკეთებული, რომ მისი მადლი დადგომოდა ჩემს შვილს წინ და გადაგერჩინა. რატომ დავიმსახურე ასეთი ჯოჯოხეთი და უსასრულო კოშმარი? კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მტკივნეული დღეები?” – წერს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისათვის, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დახურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იტვირთბა....