“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “ღამის კურიერში” საუბრისას განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობის” თავჯდომარეს, ნიკა მელიას პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს.
თუმცა, ინაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიზირებული პროცესი იყო.
“ჩემი შეფასებით კი არა, ევროკავშირს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს კრიტერიუმები, ვინ არის პოლიტიკური პატიმარი. თვითონ მელიას თანამოაზრეებიც არ მოიხსენიებენ მას პოლიტიკურ პატიმრად, სინდისის პატიმარს უწოდებენ.
ჩემთვის არც ერთია და არც მეორე. უკანონოდ მოხდა მის მიმართ მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება და ამ უკანონობამ და დაკავების მომენტმა შექმნა ფონი, რომ პოლიტიზირებული იყო მისი დაკავებაც და ა.შ. თუმცა, “ოცნება აკეთებს” ამას, “ოცნება” ქმნის “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა წევრებისა თუ ლიდერებისგან ახალი ტიპის გმირებს,”-აცხდადებს ირმა ინაშვილი.