ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვიტანოთო, რა ამბავი ატყდა, გახსოვთ?” – რას ასახელებს პაატა იმნაძე შეცდომად

ტელეკომპანია “ფორმულას” კითხვას, რა არის ერთი შეცდომა, რომელიც ვაქცინაციის პროცესში დაუშვეს, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ –  “არ ვიყავი ძალიან, ბოლომდე ის… რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო ქვეყანაში ვაქცინაცია”.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ჟურნალისტს ორი თვის წინ ატეხილი ის აჟიოტაჟი შეახსენე, რომელიც ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანას მოჰყვა.

“ჩინურ ვაქცინაზე რომ ვთქვით დაახლოებით ორი თვის წინ, რომ შეგვიძლია, ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვიტანოთ, რა ამბავი ატყდა, გახსოვთ? არ გახსოვთ? ცალკე მე მატრიალებდნენ, ცალკე თენგიზ ცერცვაძეს ატრიალებდნენ… კარგით რა” – განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, თუ სჯეროდათ, რომ ეს გამოსავალი იყო, რატომ არ შემოიტანეს ჩინური აქცინა მათთვის, ვისაც სურდა, ეპიდემიოლოგი პასუხობს – “იქნება, რა თქმა უნდა, ისიც იქნება, ყველა ვაქცინა იქნება”.

იტვირთბა....