მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად გავიდა
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. ასევე, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.
პროკურატურას ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის, დაცვის მხარეს კი გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.