თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ – 3.6%. ამის შესახებ კვლევას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ქვემოთ მოცემულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ტიპების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა წლის თებერვალთან შედარებით:
წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასურსათო საქონელზე:
ზეთი და ცხიმი – 34.3%
შაქარი და სხვა ტკბილეული – 14.1%
თევზეული – 10.6%
პური და პურპროდუქტები – 8.7%
რძე და რძის ნაწარმი – 6.4%
სურსათის გარდა, წლიური 3.2%-იანი ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ჯანდაცვის ხარჯების ზრდამ – 9.8%, ავეჯისა და საოჯახო ნივთების გაძვირებამ – 12.3% და სამთავრობო სუბსიდირების ფონზე, კომუნალური გადასახადების 21.2%-იანმა გაიაფებამ.
ყოველთვიური ინფლაციის დონე პერიოდების მიხედვით ასე გამოიყურება: