ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში – დემონსტრანტები ე.წ. ჩინოვნიკს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ფარულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტის შენობასთან დემონსტრანტები აქციას მართავენ იმის თაობაზე, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მრეჩეველი საგარეო ეკეონმიკურ საკითხებში, ბენურ კვირაია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობაზე საუბრობს ბენურ კვირაია. ვიდეოში ასევე საუბარია უთანხმოების წარსულში დატოვებაზე და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.

პროტესტის შესახებ ვეტერანთა მოძრაობის “არუაას” ლიდერი თემურ გულუა აცხადებს, რომ ისინი ელოდებიან პარლამენტისგან განმარტებას, თუ რას ფიქრობენ ამ ფაქტის შესახებ და სწორედ ესაა მათი პროტესტის მიზეზი.

“ჩვენ ვაპროტესტებთ პრეზიდენტის მრჩევლის ვიზიტს, ასევე სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ბენურ კვირაია დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს სვამს და სახელობის პარკის გაშენებაზე საუბრობს. ეს კი ის პირია, ვინც 1992-93 წლებში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა.

ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტმა ან ფაქტის შესახებ საკუთარი აზრი მოგვახსენონ. მითუმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა – პრეზიდენტის მრჩეველი ლაშა საკანია შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც ხატებით ხელში უკანონოდ გადმოკვეთეს ენგური,” – აცხადებს ვეტერანთა მოძრაობა “არუაას” ლიდერი თემურ გულია.

მიტინგის მიმდინარეობის დროს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე შეუშვეს.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ბჟანიას ადმინისტრაცია და განაცხადა, რომ ბენურ კვირაია 2021 წლის 19 თბერვლის შემდეგ მჟანიას თანაშემწე აღარ არის, ხოლო საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ვიდეო გასულ წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ სკურჩაშია გადაღებული.

იტვირთბა....