უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ზელენსკი “ტვიტერზე” წერს.
როგორც ელენსკი წერს, მან უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გაიკეთა ოქსფორდის/ასტრაზენეკას ვაქცინა, რომელიც წარმოებულია ინდოეთის ფარმაცევტული კომპანიის Covishield-ის მიერ.
სწორედ ეს ვაქცინა მიაწოდეს პირველად უკრაინას.