aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ყველას აუღნიშნავი დარჩა” – რა არ თქვა შარლ მიშელმა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

“ევროკავშირის პირველი პირის ვიზიტის კიდევ ერთი და მე ვიტყოდი უმნიშვნელოვანესი შედეგი, ჩემდა გასაკვირად ყველას აუღნიშნავი დარჩა. მოგეხსენებათ დიდ პოლიტიკაში და დიპლომატიაში ყოველ სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა და ასევე იმასაც, რასაც უთქმელს დატოვებენ.

შარლ მიშელს (ევროკავშირს ანუ) დღეს ოპოზიციისთვის არ (აღარ) მოუწოდებია “პარლამენტში შედითო”! ეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციაში უდიდესი ცვლილებაა, რადგან, ჩვენი მეგობრებისთვის უკვე ნათელია, რომ ამ გავრილოვების თავყრილობას არანაირი ლეგიტიმაცია მართლაც არ აქვს და იქ შესვლას არანაერი აზრი არ აქვს და არც არავინ ნორმალური იქ არ შევა.

ამიტომაც საქართველოში შექმნილ ვითარებას “პოლიტიკური კრიზისი” (კიდევ ერთი გარღვევა) უწოდეს (რასაც გავრილოვები კატეგორიულად უარყოფდნენ) და მის განსამუხტავად კი ცივილიზირებულ სამყაროში, (თუნდაც ცუდი დემოკრატიის ქვეყნებში) არის მხოლოდ ერთი გზა, ესაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

თუ ოპოზიცია და სამოქალაქო საპროტესტო საზოგადოება, შეინარჩუნებენ ერთიანობას, გონივრულად მოიქცევა, საპროტესტო აქციებს (თუნდაც მწვავეს) ჭკვიანურად, ცივილიზირებულად, (როგორც იყო და არის დაგეგმილი) მხოლოდ მშვიდობიანად და არაძალადობრივად გააგრძელებს და ამით კიდევ უფრო კარგად გამოავლენს ქართველი ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებას და მიუღებლიბას გავრილოვების რეჟიმისადმი, თუ რეჟიმი ვერ მოახერხებს ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას და საპროტესტო აქციების ქართული და საერთაშორისო საზოგადოების თვალში დისკრედიტაციას, ქოცების შანსები, პრაქტიკულად, ნოლის ტოლია.

ამიტომაც ვაგრძელებთ აქციებს და გავრილოვებსა და მსოფლიოში საქართველოს მეგობრებს ვაჩვენებთ ჩვენს მაღალ ზოგად და პოლიტიკურ კულტურას და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ საქართველო ღირსია, არა მარტო იმაში დახმარების, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და ქვეყანას ნორმალური კოალიციური, კომპეტენტური, ხელისუფლება გაუჩნდეს, არამედ სულ მალე ნატოსა და ევროკავშირის წევრებიც გავხდეთ.

ძალა ერთობაშია!

საქართველოში უნდა გათენდეს!” – წერს გია ბარამიძე.

იტვირთბა....