ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯვრისწერისას გონზე მოვიდა, მღვდელს მადლობა უთხრა და გარდაიცვალა – 23 წლის დედის უმძიმესი ისტორია

ქუთაისელი მარიამ ძაგნიძე სიმსივნეს დაახლოებით 4 წელი ებრძოდა, მაგრამ დამარცხდა. მარიამი სულ რაღაც 23 წლის იყო. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ქუთაისში დაუსვეს. მანამდე ყვარელში ექიმი ნერვის ანთებაზე მკურნალობდა.

როდესაც ოჯახმა საქართველოში ყველა რესურსი ამოწურა, მარიამი ქმართან ერთად საფრანგეთში წავიდა – მკურნალობის გაგრძელება ლტოლვილის სტატუსით უნდოდა. საავადმყოფოში მოხვედრამდე ცოლ-ქმარს ქუჩაში ეძინა. მერე კი, როცა ექიმებმა უთხრეს, რომ მარიამის დღეები დათვლილი იყო, სამშობლოში დაბრუნდნენ.

სიკვდილამდე სულ რამდენიმე საათით ადრე მარიამსა და ბექას მოძღვარმა ჯვარი დასწერა. ახალგაზრდა ქალი გონებაზე მოსულა, მღვდლისთვის მადლობა გადაუხდია და მალევე გარდაცვლილა. ახალგაზრდა ქალის ტკივილიანი ამბავი “სარკეს” მისი ძმის ცოლმა, თიკო კუხიანიძემ, მოუყვა:

“საფრანგეთში რომ ჩავიდნენ, კორონავირუსის ამბები დაემთხვათ. 5-6 თვე ექიმის გარეშე იყვნენ. მერე მედიკამენტოზური ქიმიები დაუწყეს. ამის მერე ფეხზეც წამოდგა, გაიარა კიდეც, ჭამაც დაიწყო.

მერე დაგვირეკეს, წაიყვანეთო. გვითხრეს, რომ აზრი აღარაფერს ჰქონდა, რადგან მეტასტაზები უკვე ტვინთან იყო მისული და მომენტებში გონებაც ეთიშებოდა.

ბოლო ქიმიები გაუკეთეს იმისთვის, რომ მგზავრობა შეძლებოდა და სამშობლოში ცოცხალი ჩამოსულიყო”, – თქვა გარდაცვლილის ახლობელმა.

წყარო: sarkenews.ge

იტვირთბა....