ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიდევ გადაიწია თუ არა ვაქცინის შემოტანის თარიღმა – ამირან გამყრელიძე განმარტებებს აკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განხცადებით, დღეს COVAX პლატფორმაზე “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზების მისაღებად  575 000 დოლარი გადაირიცხა.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, მარტის ბოლომდე აუცილებლად მიიღებს საქართველო Astra/Zeneca-ს ვაქცინის დოზებს.

„COVAX პლატფორმაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გადარიცხა 575 000 დოლარი. მოგეხსენებათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ COVAX პლატფორმიდან პირველი პარტია ვაქცინებისა შემოვა ამ თვეში ამ პლატფორმიდან შემოსული ვაქცინის, დიდი ალბათობით Astrazeneca-სი, დაიწყება ამ თვეში. დამიდასტურეს დილით, რომ ფული გადარიცხულია UNICEF-ზე, რომელსაც შემოაქვს ვაქცინა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ასევე, ისაუბრა კიდევ ერთი, ამერიკული Novavax-ის ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობაზე, რომელიც 2 თვეში განთავსდება COVAX-ის პლატფორმაზე. მისი თქმით პარალელურად თვითონ “Novavax”-ის კომპანიასთანაც მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები.

„დანარჩენი, რას გამოაცხადებს COVAX-პლატფორმა, არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჩვენ COVAX-პლატფორმიდან გუშინ მივიღეთ შემოთავაზება, რომ მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინა, გარდა Astrazeneca-ისა, არის ახალი ამერიკული ვაქცინა Novavax, რომელიც 2 თვის შემდეგ განთავსდება ალბათ პლატფორმაზე. გვეკითხებიან, არის თუ არა მზად საქართველო. ეს არის ახალი ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს და გარდა COVAX პლატფორმისა ასევე გვაქვს Novavax-ის მწარმოებლებთან პარალელურად პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“. – დაამატა მან.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერგავრცელებული ინფორმაციით,  საქართველოს ვაქცინის დოზები ჯერ კიდევ თებერვალში უნდა მიეღო, თუმცა დღემდე არცერთი დოზა არ არის ქვეყანაში შემოსული.

იტვირთბა....