ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას პასუხობს. ჯანდაცვის მინისტრი არ თვლის, რომ ისრალეის მსგავსად უნდა იმოქმოდონ, როგორც ეს ნიკოლოზ გამყრელიძემ მთავრობას ურჩია. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
“ამ კრიტიკას არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. იმ საკითხსაც – მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს მისცემენ თუ არა ვაქცინას, ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძემ მთავრობას ვაქცინის მიღების ერთ-ერთი გზა შესთავაზა