ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ტოვებს თუ არა კახა კალაძე თანამდებობას – რას ამბობს თბილისის მერი

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს, რასაც თავად ტყუილს უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის არჩეული მერია, რაც მისთვის უდიდესი პასუხიმგებლობაა.

“თქვენ იცით, რომ მე არჩეული მერი ვარ. თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამიჭირა, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ თანამდებობა არ არის, ეს დედაქალაქის სამსახურში ყოფნას ნიშნავს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ავიღე და რაც თბილისის მოსახლეობამ დამაკისრა ღირსეულად შევასრულო, დანარჩენზე კი ჩემი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ,” – განაცხადა კახა კალაძემ

იტვირთბა....