ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჩვენი სტატიები

(ფოტოები) მისტიკური ტბა, სადაც უამრავი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს

ინდოეთში უტარაკნდის შტატში ზღვის დონიდან 5029 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ტბა, რომელსაც “ჩონჩხების ტბას” უწოდებენ. ყინულის დადნობის შემდეგ ტბის ზედაპირზე ჩნდება უამრავი ჩონჩხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი ტბის მიმდებარედ. – ამის შესახებ BBC ძალიან საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და რთული რელიეფის გამო, “ჩონჩხები ტბა” რთულად მისადგომია. ის 1942 წელს აღმოაჩინეს ბრიტანელმა რეინჯერებმა.

ადგილობრივი ოფიციალური უწყების ცნობით, ტბის სიახლოვეს 600-დან 800-მდე ადამიანის ჩონჩხია აღმოჩენილი. არსებობს ლეგენდები, თუმცა ზუსტი ფაქტი თუ საიდან ან რატომ გახდა ეს ტბა ამდენი ადამიანის საბოლოო განსასვენებელი, დღემდე უცნობია.

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ეს არის 870 წლის წინ გაუჩინარებული ინდოეთის მეფის, მისი ცოლისა და მათი თანმხლები პირების საფლავი, რომლებსაც სავარაუდოდ საშინელი ქარბუქის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ეს არიან 1841 წელს დაღუპული ინდოელი მეომრები, რომლებსაც ტიბეტის დაპყრობა ჰქონდათ გამიზნული, თუმცა მიზნამდე ვერ მიაღწიეს.

თუმცა ერთ-ერთი კვლევის შედეგად, რომელიც 38 ჩონჩხის ანალიზზე დაყრდნობით ჩატარდა, დაასკვნეს, რომ ზოგიერთი მათგანის ასაკი 1200 წელია.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, სრული სიმართლე ჯერ კიდევ დაუდგენელია და მიმდინარეობს კვლევები, რომ გაირკვეს ამ მისტიური ტბის მიდაომოებში საიდან მოხვდა ამდენი ადამიანის ჩონჩხი.

იტვირთბა....