„მინისტრი აგრძელებს თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას იმ პოსტზე, რა პოსტზეც არის” – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, თუ რა იგეგმება ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენების საკითხზე.
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „კოვაქსთან“ თავად ახორციელებს კომუნიკაციას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან აპლიკაციის შევსებისას ხარვეზები არ ყოფილა.