aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჩვენი სტატიები

შემზარავი ფაქტი: ბოროტი სულის გამოდევნის რიტუალს 9 წლის გოგონა ემსხვერპლა – დაკავებულია დედა

aviabiletebi
ავიაბილეთები

შრი ლანკის პოლიციამ ორი ქალი დააკავა, რომლებიც 9 წლის გოგონას მკვლელობაში არიან ბრალდებულები. ამის შესახებ ინფორმაციას CBS NEWS ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია გარდაცვლილი გოგონას დედა და კიდევ ერთი ქალი, რომელიც ეგზორციზმის რიტუალს უძღვებოდა.

მათ გოგონას ეგზორციზმის რიტუალი ჩაუტარეს, რათა მასში არსებული ბოროტი სული გამოედევნათ. რიტუალის მიმდინარეობისას, ბრალდებულები გოგონას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შემთხვევა შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოდან ჩრდილო-დასავლეთით, ორმოციოდე კილომეტრით დაშორებულ პროვინციულ ქალაქ დელგოდაში მოხდა.

ქალაქის პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილის დედას სჯეროდა, რომ ბავშვი ბოროტი სულით იყო შეპყრობილი და რიტუალი მისი გამოდევნის მიზნით ჩატარდა. როგორც პოლიციის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბავშვი ზეთით სავსე ჭურჭელში ჩადეს და ცეცხლი შეუნთეს. საავადმყოფოში კი მხოლოდ მაშინ გადაიყვანეს, როცა გოგონამ ცნობიერება დაკარგა. 9 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციაში გამოძიება დაწყებულია და ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ამგვარი რიტუალებისგან თავი შეიკავონ, რადგან წარსულში სხვა მაგალითებიც ყოფილა.

იტვირთბა....