ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქტივისტები მოიპარეს და წაიყვანეს” – ზაალ უდუმაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პოლიციამ დაკავებები აქციის დაწყებამდე დააკავა.

ამის შესახებ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან აქციაზე განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, “პოლიცია ერთი კაცის კომფორტის დამცველადაა ქცეული”.

მისი თქმით, მართალია ხელისუფლებას არ სურს ხალხის ხმა გაიგოს, თუმცა მოუწევს.

„რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი. ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ ისინი მოიპარეს და წაიყვანეს. ეს არის დღეს ხელისუფლების მეთოდი. ეს პოლიცია ერთი კაცის დაცვის სამსახურად არის გადაქცეული და არა სამართალდამცავ უწყებად. იცავენ ერთი კაცის კომფორტს, რომ რაიმე ხმაური არ გაიგონ, მაგრამ ამ ხალხს მაინც მოუწევს ამ ხმაურის გაგება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან ცოტა ხნის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო, ადგილზე სამართალდამცველებმა 7 ადამიანი დააკავეს.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ახდენს. ადგილზე მომხდარი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე კი 7 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა 26 თებერვალს გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

ასევე,  5 მარტს ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს. 9 მარტს კი შინაგან საქმეთა სამინისტროშ შენობის პიკეტირება იგეგმება.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, 11 მარტს სასამართლოს პიკეტირებას მოახდენენ, 13 მარტს კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

იტვირთბა....