ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ” – მამუკა მდინარაძე

დღევანდელი პარლამენტის პიკეტირების ფაქტი, ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებად შეაფასა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრის პირობების დარღევევის პირველი ფაქტი მოხდა პარლამენტის პიკეტირების მცდელობით, რაც უპასუხისმგებლობას ნიშნავს ოპოზიციის მხრიდან..

“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შარლ მიშელი ყველა მხარეს არწმუნებდა, რომ უნდა გადასულიყო მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ფორმაში და დღეს ჩვენ ამის საპასუხოდ ვნახეთ მათი [ოპოზიციის] უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება. პირობის დარღვევის პირველი პრეცედენტი უკვე ვნახეთ დღევანდელი პიკეტირების მცდელობის სახით. ეს არ არის სწორი საქციელი. ეს მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას ერთი მხრიდან”, – განაცხადა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესი ბოლომდე მიიყვანოს, რათა პოზიტიური შედეგი დაიდოს.

როგორც ცნობილია, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას ახდენს. დღევანდელ აქციაზე 7 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა 26 თებერვალს გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

ასევე,  5 მარტს ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს. 9 მარტს კი შინაგან საქმეთა სამინისტროშ შენობის პიკეტირება იგეგმება.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, 11 მარტს სასამართლოს პიკეტირებას მოახდენენ, 13 მარტს კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

იტვირთბა....