ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტთან ოპოზიცია აქციას მართავს – აქტივისტებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები 09:00 საათიდან აქციას მართავენ.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა და მათი მხარდამჭერებმა პიკეტირება მოახდინეს, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

დეპუტატებს პარლამენტში შესვლა სტვენისა და შეძახილების ფონზე უწევთ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელათან გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ. მათ ხელში ბანერები უჭირსვს წარწერით:”ბიძნას მარიონეტებო, ფეხით იარეთ” და “ჯიპების მიღმა ქვეყანა სხვანაირია.”

პარლამენტთან პერიოდულად არის მცირე შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა 26 თებერვალს გააჟღერა. გეგმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ წარადგინა.

ასევე,  5 მარტს ოპოზიცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს. 9 მარტს კი შინაგან საქმეთა სამინისტროშ შენობის პიკეტირება იგეგმება.

ოპოზიციის გეგმის მიხედვით, 11 მარტს სასამართლოს პიკეტირებას მოახდენენ, 13 მარტს კი კვლავ პარლამენტთან შეიკრიბებიან.

 

იტვირთბა....