თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ რუსეთს ეთნიკურ წმენდაში სდებს ბრალს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ეთნიკურ წმენდას სირიაში ახორციელებს. ინფორმაციას Euro News ავრცელებს.
დავუთოღლუ მიიჩნევს, რომ საჭიროა ამ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ორ ქვეყანას შორის დიალოგი გაიმართოს, მაგრამ კრემლი თურქეთთან რაიმე სახის კომუნიკაციის გამორიცხავს.
შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა, მას შემდეგ რაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა დიდ სახელმწიფოებს შორის „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ.