ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა.
“ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რომ დავსხედით ხელისუფლებასთან კონსულტაციაზე. სანამ არ გათავისუფლდება ნიკა მელია, არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დადგება ქვეყანაში, შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. გავცვალეთ პოზიციები და ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ გამოსავალია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. იმ ბელადს ვპირდები, რომ მისი მილიარდები საფრთხის ქვეშაა და ძალიან მალე სანქციები იქნება”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფებისა და “ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
აქვე გეტყვით, რომ მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა.