გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
“შენი სიკვდილი არავის შერჩება! დარწმუნებული ვარ ვერცერთი შენი მკვლელი ვერ გაიხარებს და შენ ადგილზე ყოფნას ინატრებს!”, – წერს ანი შაქარაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისათვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარდგება.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.