aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,საოცარი გვერდში დგომა გცოდნიათ” – ვის მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით თუშეთში მცხოვრებ ადამიანებს მიმართავს. მისი “ფეისბუქ-პოსტი” საქველმოქმედო გადაცემას უკავშირდება.

,,მივმართავ მთელ თუშეთს, ყველას ვინც პირადად მომწერა, დამირეკა. მოგმართავთ ასობით ადამიანს რომლებიც ფეისბუქზე გვწერთ. ყველას, ვინც სხვადასხვა ჯგუფებში გიორგის ამბავზე გვთაგავთ. ძალიან ბევრნი ხართ.

პირველ რიგში საოცარი გვერდში დგომა გცოდნიათ. კაცმა თუშეთში ცხოვრება უნდა ინატროს. ჩვენი მდგომარეობა ასეთია. უკვე დაგეგმილია მარათონი ნატალისთვის. ანონსიც კი ტრიალებს ეთერში. ბავშვი თვეები იდგა რიგში, ოჯახთან ერთად თურქეთის კლინიკაშია. ამიტომ ამ ოთხშაბათს ნატალიას მარათონი უნდა გავიდეს. ჩემი გამოცდილებით შემდეგ ოთხშაბათს გიორგის მარათონი რომ გავაკეთოთ საკმარისი თანხა ვერ შეგროვდება. გვქონია ამის გამოცდილება, მაგრამ რთულია ამის ახსნაც და დაჯერებაც. ამიტომ, გიორგის მძიმე მდგომარეობის გამო 10 მარტს დავუშვებთ გამონაკლისს და ისევ მარათონს გავაკეთებთ. თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენი მაყურებელი სასწაულებს აკეთებს, იქნებ გიორგიც გადავარჩინოთ”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
იტვირთბა....