ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების საჭიროებას ვერ ხედავს. ამით ეკატერინე ტიკარაძე გამოეხმაურა მის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პარტია ,,ლელოს” განცხადებას.
,,გარდა იმისა, რომ პანდემიას ვმართავ, არაერთხელ მაქვს ნათქვამი, დაგეგმილი მაქვს არაერთი რეფორმის განხორციელება, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, ძალიან წარმატებულად განვახორციელებ და ვთვლი, რომ ,,ლელოს” გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე,” – ამის შესახებ ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, ,,ლელოს” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და ვატო სურგულაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, დაგვიანებული ვაქცინაციის გამო, მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.