საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის პატიმრობა შეეფარდა. ექსპრეზიდენტი მოსამართლეებმა დამნაშავედ სცნეს მოსამართლისთვის ქრთამის მიცემის მცდელობაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. ინფორმაციას Daily Mail- ი ავრცელებს.
სასამართლოს ნიკოლა სარკოზის 3-;იანი სასჯელი შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში ერთ წელს გაატარებს, ორი წელი კი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება.
როგორც გამოცემა წერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზის აქვს უფლება, მოითხოვოს შინა პატიმრობა ელექრონული მონიტორინგის სანაცვლოდ. მას მიენიჭება ელექტრონული სამაჯური, რომლითაც მის მონიტორინგი მოხდება.
ბრალდების მხარის განცხადებით, სარკოზი მაგისტრ ნმოსამართლეს, გილბერტ აზიბერტს მონაკოში პრესტიჟულ სამსახურს სთავაზობდა მიუს პოლიტიკურ პარტიაში სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.
ნიკოლა სარკოზი უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალს.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო 2007-2012 წლებში. ჟაკ შირაკის შემდეგ იგი მეორე ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც კორუფციაში დასდეს ბრალი.