გარდაბანში მომხდარი აფეთქების შედეგად მოზარდი, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, გარდაიცვალა.
აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. შედეგად ძმები – 11 და 15 წლის მოზარდები დაშავდნენ. 15 წლის მოზარდის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ყუმბარა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.