აშშ-ში უსახლკარო მაიკლ ინგფორსმა ლატარიაში 500 ათასი დოლარი მოიგო, – ამის შესახებ იუწყება 9NEWS.com
ბედნიერმა ამერიკელმა 4 დეკემბერს ქალაქ ასპენში, ბენზინგასამართ სადგურში, ლატარიის ბილეთი 10 დოლარად იყიდა. როგორც ირკვევა, იგი ლატარიის ბილეთებს ხშირად ყიდულობდა, მაგრამ 2 დოლარზე მეტ თანხას ვერ იგებდა.
„ფულის მოგების შემდეგ მან მიპასუხა, რომ ფეხზე დადგომას აპირებს და საკუთარ ქალიშვილთან, რომელიც 20 წელი არ უნახავს, კონტაქტის აღდგენა სურს“, – თქვა უპატრონოთა ადგილობრივი თავშესაფრის წარმომადგენელმა ჯერემი კოვალისმა.
„6 წელია, რაც საკუთარი სახლი არ მაქვს. ალკოჰოლურ დამოკიდებულებას ვერ მოვერიე, ბიზნესი დავკარგე, ცოლს გავეყარე. იმედია, ახლა ჩემკენაც გამოიდარებს“, – განაცხადა ინგფორსმა.