ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაიღუპა, მანქანამ გაიტანა” – ბიჭი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი 27 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს.

24 წლის კახა კახიანი 27 თებერვალს, 15:00 საათზე ბოლოს საჩხერესთან ახლოს ნახეს.ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ ჭიათურიდან ქალაქ საჩხერის მიმართულებით უცნობმა პირმა გაიყოლა და შემდეგ მისი კვალი თითქმის გაქრა.

როგორც “მეტრონომს” შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი მცხეთაში ავარიის დროს დაიღუპა.

„ბიჭს, რომელსაც ვეძებდით წუხელ იპოვნეს. დაიღუპა, მანქანამ გაიტანა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც გააზიარა და გულთან მიიტანა ეს ამბავი“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....