ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფეთქება გარდაბანში – დაშავებული ორი მოზარდიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

გარდაბანში აფეთქება მოხდა, შედეგად 11 და 15 წლის ბავშვები დაშავდნენ. მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაშავებულები ძმები არიან.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

“სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

იტვირთბა....