ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტრამპი სამომავლო გეგმებზე ალაპარაკდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოსტის დატოვების შემდეგ პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე. მან ახალი პარტიის დაარსება არ დაადასტურა და მცდარი უწოდა ამ ინფორმაციას.

“ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური პარტია და მათთან ერთად განვაგრძობთ ბრძოლას, რომ გავხადოთ ისეთი მძლავრი, როგორც არასდროს” – განაცხადა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში, ორლანდოში, Conservative Political Action Conference-ზე (CPAC) გამოსვლისას.

ტრამპმა გადაკვრით ისაუბრა, ასევე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა დადასტურებით არ დაუდასტურებია.

მან კრიტიკული შეფასება მისცა ჯო ბაიდენის მმართველობის დასაწყისს და მას კატასტროფული უწოდა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა და 20 იანვრის შემდეგ ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯო ბაიდენმა შეცვალა.

იტვირთბა....