სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშნიანის მოწინააღმდეგეები მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მათი მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს პრემიერ მინისტრი. მომიტინგეები აცხადებენ, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ფაშინიანი შეძლებს დამალვას.
ოპოზიცია და კრიტიკოსები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ მას შემდეგ, რაც მან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე. ისინი ფაშნიანს ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს.
დღეს ასევე დაგეგმილია ფაშინიანის მხარდასაჭერი აქციაც. პრემიერმა მომხრეებს შეკრებისკენ ადგილობრივი დროით 18:30 საათზე მოუწოდა.
გასულ კვირას სომხეთის გენერალური შტაბის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერმა პრემიერ მინისტრს გადადგმისკენ მოუწოდა. ამ ფაქტს ფაშინიანმა გადატრიალების მცდელობა უწოდა.