ამ წუთებში სამგორში ძლიერი ხანძარია, სადაც რკინიგზის მიმდებარედ არსებული ბენზინის ვაგონები იწვის.
ძლიერი დაკვამლიანების გამო ხილვადობა გართულებულია. ადგილზე სამაშველო 14 ბრიგადა მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ ვაგონს, რომლითაც საწვავი გადააქვთ.
„სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის, 14 ეკიპაჟი მუშაობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ დროისთვის ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა.