ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მზადაა კიდევ ერთი ვაქცინა – პირველი ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ერთი დოზით კეთდება

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადების კონტროლის ცენტრმა Johnson & Johnson’s – ის ვაქცინა უკვე დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ეს არის პირველი ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ერთი დოზით კეთდება.

ამერიკის კონტროლის ცენტრის დოქტორი როშელ ველენსკი აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ.

“ვაქცინა ერთი დოზით ეს მეტად მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ეს მეტად ეფექტურია რაც შეიძლება მალე აიცრას მოსახლეობის ფართო მასები, რაც შეიძლება სწრაფად.” -აცხადებს როშელ ველენსკი.

ამერიკის შეერთებული შტატები ფარმაცევტული კომპანიისგან მთლიანად 100 მლნ დოზას მიიღებს ზაფხულის ბოლომდე.

Johnson & Johnson’s-ის ვაქცინაზე საცდელი ეტაპები 44 000 ადამიანზე ჩატარდა. ვაქცინის საერთო ეფექტურობამ მსოფლიო მასშტაბით 66,1 % აჩვენა. ამერიკის დაავადების ცენტრის კვლევების მიხედვით კი ვაქცინის ეფექტურობა 72 % შეადგენს.

Bloomberg-ის მიხედვით, 1 მარტის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 75 მილიონზე მეტი დოზა არის გაცემული.

იტვირთბა....