ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეგრე არ არის, რომ ვიღაცა ნაძირალების გამო ეს ქვეყანა დავტოვო, არსად არ წავალ” – ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში” კიდევ ერთხელ იხსენებს და იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რომელშიც მისი მცირეწლოვანი შვილი თავდასხმის დროს ჩავარდა.

გარდა ამისა, ჟურნალისტი ამბობს, რომ პატარა სანიმ სტრესის ფონზე მომატებული გრამები ისევ დაიკლო:

“საერთოდ ვერ ჭამდა, აღებინებდა. როდესაც თურქეთში იყო, მდგომარეობა გამოსწორდა, მომატებული ჰქონდა ბოლო სამ დღეში 300 გრამი და ახლა დაიკლო 100 გრამი ბოლო 2 დღის განმავლობაში” – ამბობს ვახო სანაია.

ვახო სანაია ამბობს, რომ ის, რაც მოხდა მხოლოდ მის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არაა:

ჩემთვისაც რთულია, მაგრამ არსადაც არ წავალ . ეგრე არ არის რომ ვიღაცა ნაძირალების გამო ეს ქვეყანა დავტოვო, არსად არ წავალ და ბოლომდე ვეცდები იმას, რომ სანის ასეთი რამ არასდროს არ შეემთხვეს, ჩვენ შვილებს ესეთი რაღაცა არასდროს არ შეემთხვეს და უკეთეს ქვეყანაშ იცხოვრონ. წავიდეთ მაშინ და დავუტოვოთ ამათ…მაგრამ ამას არ გავაკეთებ, ეს უნდა შეცვალოს ეს უკვე ჩემი ამბავი აღარა არის, ეს ყველას გვეხება, ყველა ჟურნალისტს ეხება” – თქვა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, სანაიას ოჯახის წევრებისა და მცირეწლოვანი შვილის თვალწინ თავს 25 თებერვალს, გამთენიას დაესხნენ.

ცნობისათვის, ვახო სანაიას ოჯახსა და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.

წყარო: “მთავარი არხი”

იტვირთბა....